საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამაკაცი მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს

საბერძნეთში შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი 34 წლის მამაკაცი მის მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
10 წლის გოგონა, საბერძნეთში, კერძოდ კომოთინიში 3 სექტემბერს გაიტაცეს.
ბერძენმა სამართალდამცავებმა გატაცებული მოზარდს ერთთვიანი ძებნის შემდეგ კალათეაში მიაგნეს.
აღნიშნული ინფორმაციით, როდესაც ბერძენი სამართალდამცავები ბინაში შეიჭრნენ, არასრულწლოვანი მამას ლოგინის ქვეშ ჰყავდა დამალული.
სპეცოპერაციის დროს თავად გოგონა არ დაშავებულა. ბინა, რომელშიც მამა-შვილი იმყოფებოდა მამაკაცის მეგობარ ქალს, ეკუთვნის.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ბინაში აივანი ფიცრებით იყო აჭედილი, რათა არასრუწლოვანი მეზობლებს არ შეენიშნათ.
ამჟამად, მოზარდი უკვე დედასთან იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები