სოფიო ქაცარავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს დორის ბარნეტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა

ანდორაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. გერმანიის დელეგაციის ხელმძრვანელთან, დორის ბარნეტთან გამართულ შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა პრემიერ მინისტრის ვიზიტს გერმანიაში არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ, რაც გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მჭიდრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თემები – ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობა განიხილეს.
სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დორის ბარნეტის სამომავალ ვიზიტზე თბილისში.
”გერმანიის დელეგაციასთან შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო კურსსა და კონფლიქტის მოგვარების ხედვაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერის შესახებ. ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების თაობაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების შესახებ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები