გიორგი აბაშიშვილი: ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი პარტიის დაგეგმილ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ყველას მხრიდან მთავარი განწყობა კონსენსუსის ძიება უნდა იყოს.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ზუსტად ერთადერთი გზა და ბოლო შესაძლებლობა, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
”გამოსავალი არის ერთადერთი – უნდა მოხერხდეს ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი შესაძლებელია და ეს დადასტურდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დროს, როდესაც მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება. ამ შემთხვევაში ეს იქნება ზუსტად ერთადერთი გზა და ბოლო შესაძლებლობა, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განწყობა არის და იყო ორიენტირებული კონსენსუსზე, შესაბამისად, მთავარი მოლოდინიც და მთავარი შედეგის მიღწევაც, არის ამ შემთხვევაში კონსენსუსი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას დღეს, 16:00 საათზე შეხვდება.