პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის შვიდი წევრი მივა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას” დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდება.
პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები – მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები