პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დაკითხავს

ე.წ “ციანიდის საქმეზე”, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება.-ინფომრაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.

პირველად პროკურატურის კითხვებს მიხეილ რამიშვილი ხვალ, 12:00 საათზე უპასუხებს.

ცნობილია, რომ დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს გიორგი ფანცულაიას და მია ზოიძესაც.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატების დაკითხვა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები