ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქვეითი ემსხვერპლა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა
როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები