თბილისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან გამართულ “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელებმა აქციაზე სამი პირი დააკავეს.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თბილისის მერიაში შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ შენობაში შეღწევის საშუალება არ მისცა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა შარტავას ქუჩაზე, მერიასთან გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები