აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მინისტრი თომას პრაისი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც ის რეგულარული კომერციული რეისების ნაცვლად, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების გამოყენებაში გამოააშკარავეს.

უცხოური მედიის ცნობით, პრაისის აღნიშნული ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით 400 ათასი დოლარი იზარალა.

ცნობილი კონგრესმენი თომ პრაისი დონალდ ტრამპმა 2016 წლის 28 ნოემბერს წარადგინა, მოგვიანებით, მის კანდიდატურას მხარი სენატმაც დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები