შალვა ოგბაიძე: „არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს პოლიტიკური ვნება ეძალებათ“

„არჩევნები ახლოვდება, ოპოზიციური პარტიების  ლიდერებს პოლიტიკური ვნება ეძალებათ და მათ არსენალში არის პროვოკაციის მოწყობა, თუმცა, დღევანდელი საკითხები არანაირად არ უკავშირდება იმ ვნებათაღელვას, როგორადაც მათ უნდათ ეს ყველაფერი წარმოაჩინონ“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა, არის პარკირების საკითხი.

„საზოგადოების დაკვეთა არის მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა. მოგეხსენებათ, ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანიის მიერ ჩატარდა კვლევა და თბილისში პარკინგის მოსაწყობად ათი ლოკაცია შეირჩა.

ერთ-ერთი არის სწორად პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უნდა განხორციელდეს ერთმილიონიანი ინვესტიცია. თუმცა, დღეს  მხოლოდ და მხოლოდ ზონის ცვლილება განიხილება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მოწვევის საკრებულოს უწევს წინა ხელისუფლების, ანუ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომებისა თუ დანაშაულის გამოსწორება. მხედველობაში მაქვს ის, რომ საპარკინგე პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობდა.

ახლა სიტუაცია შეიცვალა. როგორც მოგახსენეთ, განსაზღვრულია ათი ლოკაცია და მიწისქვეშა სერიოზული პარკინგის მოსაწყობად პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები