თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც საკრებულოს სხდომაზე მიღებული ორი საკითხის შესახებ პოლიტიკური უმრავლესობის სახელით  განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ გააკეთა.
„დღეს საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ჩვენს ქალაქში აშენდება და გაკეთდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენ შევუწყვეთ ხელი ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონის შექმნას.
გვინდა ასევე გამოვეხმაუროთ მიწისქვეშა ავტოსადგომის საკითხს. ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისში  დამატებითი საპარკინგე სივრცეების შექმნაა. ზუსტად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს, რომლის ჩაშლის მცდელობასაც  ჰქონდა ადგილი.
შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რათა რეგლამენტი ყოფილიყო დაცული და სხდომა არ ჩაშლილიყო, რისი უფლებაც არავის ჰქონდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ოპონენტების მიერ ჩვენი მოსახლეობის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯებზე და განსახორციელებელ პროექტებზე მისაღები გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგში იყო გადაყვანილი, რაც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც  თბილისელებს  უპრეცედენტო სარეკრეაციო სივრცე და კიდევ ერთი დამატებითი მიწისქვეშა ავტოპარკინგი ექნებათ’’,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები