თამარ ტალიაშვილი: დღევანდელი დემარშით კარგად გამოჩნდა, როგორ ეწინააღმდეგებიან ხოშტარია-უდუმაშვილი თბილისელებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი წარმომადგენლობით ორგანოში განვითარებულ მოვლენებს „ხოშტარია-უდუმაშვილის კარგად დადგმულ პიარს უწოდებს“ და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობისათვის ოპონენტებს მადლობას უხდის.

“მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომელიც საკრებულოში განვითარდა. ეს იყო დადგმული, კარგად მომზადებული სცენარი, რომელსაც ჰქონდა ერთი პრაგმატული მიზანი –  ხოშტარია-უდუმაშვილის პიარი. თუმცა, შედეგად მივიღეთ სრულიად სხვა, ძალიან დადებითი რამ.  საკრებულოში ხოშტარია-უდუმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით  მოხდა სწორედ ორი მნიშვნელოვანი  სიახლის გაპიარება და ამ ღონისძიებების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ!

ერთი სიახლე არის ის, რომ  პუშკინის გამზირთან, დედაქალაქის ცენტრში იგეგმება მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობა, რომელსაც თბილისის მოსახლეობა დიდი ხანია ელოდება. ამასთანავე,  დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,   თაბორის მთაზე გამწვანდება არსებული 40 ჰექტარი  მიწის ფართობი და მოეწყობა  რეკრიაციულ-დასასვენებელი სივრცე. 4000 კვ. მეტრის  ტერიტორიაზე ასევე განთავსდება  სადრენაჟო და საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური შენობები, რომელიც უზრუნველყოფს ბოტანიკური ბაღის წყლით მომარაგებას.

რა თქმა უნდა,  ორივე პროექტი  დედაქალაქში სატრანსპორტო ქაოსის მოწესრიგებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა სხდომაზე თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები