პაოლო მალდინი: ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მსგავს მატჩებში თამაში

ATHENS, GREECE - MAY 23: Milan captain, Paolo Maldini celebrates following his teams 2-1 victory during the UEFA Champions League Final match between Liverpool and AC Milan at the Olympic Stadium on May 23, 2007 in Athens, Greece. (Photo by Sandra Behne/Bongarts/Getty Images) *** Local Caption *** Paolo Maldini

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები თბილისში არიან. მათი ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ხნის წინ დაეშვა. როგორც ერთ-ერთმა ფეხბურთის ვარსკვლავმა, პაოლო მალდინიმ ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას განაცხადა, მას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს მსგავს მატჩებში თამაში.

„საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. ასეთი სახის მატჩებში თამაში ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, – განაცხადა მალდინიმ.

ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები იმედს გამოთქვამენ, რომ დღევანდელი თამაში საინტერესო და სანახაობრივი გამოვა. საქართველოში ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, მილანის ყოფილი მცველი კაფუც იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძესთან ერთად წლების განმავლობაში თამაშობდა.

„საქართველოში ჩამოსვლა და საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ქართველი ფეხბურთელებიდან ვიცნობ კახა კალაძეს, რომელთან ერთადაც მილანში წლების განმავლობაში ვთამაშობდი. იმედია, თამაში კარგი და სანახაობრივი გამოვა“, – განაცხადა ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები