გიორგი მარგველაშვილი: შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოვიხილეთ

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სირთულეები მიმოიხილეს. მარგველაშვილის თქმით, შეხვედრა სავსებით კონსტრუქციული იყო.

„უშიშროების საბჭოს დღეს მრავალი საკითხი ჰქონდა განსახილველი და ჩვენ განვიხილეთ დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხი. პირველ რიგში, ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა. ეს დოკუმენტი შეიქმნა და გადაეგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე. ასევე განვიხილეთ ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში და ეს იყო მთავარი საკითხები. ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ის წვრთნები, რომელიც ტარდება და ის სირთულეები, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სხდომა უკომენტაროდ დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები