ჯაბა ჯიშკარიანი: საკრებულოს დარბაზი არ არის შოუს მოსაწყობი ადგილი, ქართული პოლიცია ქვეყნის სამსახურშია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ველზე ტივტივს ემსახურება. როგორც ჯიშკარიანმა განმარტა, სხდომაზე ორი მიწის ნაკვეთის ზონის შეცვლის საკითხი განიხილეს და არა ერთ ლარად გასხვისება. ხოლო რაც შეეხება საკრებულოში პოლიციის მობილიზებას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკრებულოს დარბაზი არ არის შოუების მოსაწყობი ადგილი, პოლიცია კი რეალურად ქვეყნის სამსახურში დგას.
„ოპოზიციას საარჩევნო დღის წესრიგი აქვს და მხოლოდ და მხოლოდ მათ პოლიტიკურ ველზე ტივტივს ემსახურება უაზრო განცხადებები. ეს მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სხდომაზე ორი მიწის ნაკვეთის ზონის შეცვლის საკითხი განიხილეს და არა ერთ ლარად გასხვისება. განცხადებები, რომ მიწას გადავცემთ და ამ საკითხის დამტკიცებას ვახდენთ, ტყუილია. რაც შეეხება პოლიციას, საკრებულოს დარბაზი არ არის შოუების მოსაწყობი ადგილი, საკრებულოს დარბაზი არ არის ალიაქოთის ასატეხი და ქართული პოლიცია რეალურად დგას ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები