შს მინისტრის მოადგილე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უნივერსიტეტს ეწვია (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უნივერსიტეტს ეწვია.
შალვა ხუციშვილი უნივერსიტეტის რექტორს, ჩაოში ცუენს შეხვდა და სასწავლებელი დაათვალიერა. შს მინისტრის მოადგილემ რექტორთან შეხვედრისას საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეარჩიეთ და გვეწვიეთ. ყველა ქვეყნის პოლიციას ერთი მიზანი აქვს, ჩვენ ყველა ერთად ვებრძვით ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევას, როგორიცაა ტერორიზმი და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული. წარმატებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისთვის კი ძალზე მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტის საპოლიციო განათლების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა“, – განაცხადა ჩაოში ცუენმა.
შალვა ხუციშვილმა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორი ოფიციალური ვიზიტით საქართვლოში მოიწვია და მისგან საპასუხო მოწვევა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები