“ქართული მარშის”აქციაზე სამართალდამცავებმა ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი.
როგორც “კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სურდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შესვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები