,,საქართველოს ბანკი”, წერეთლის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წერეთლის  გამზირზე, „საქართველოს ბანკში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ,,საქართველოს ბანკი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს ბანკის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა. ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან ოპერატიულად პოლიცია ადგილზე მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან, თვითმკვლელობის მიზნით, გასროლა განახორციელა რაც სავალალო შედეგით დასრულდა. საქართველოს ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები