გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავა. თუმცა, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსულია. „ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სამწუხარო პოლიტიკური წარსული.
პოლიტიკური შეფასებები უადგილოა, ჩემი აზრით სამართლებრივ კაზუსთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს, იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, ვისაც ეს ხელეწიფება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები