აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი უცნობია.
ცნობისათვის, ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის, რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები