სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016-2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები