მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

​გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური გარემოს შესახებ მიაწოდა. მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობები ვრცლად მიმოიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკფურტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გააცნო. მინისტრმა ამ კუთხით, ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ვაჭრობის, ინდუსტრიის და მეცნიერების ფრანკფურტის საზოგადოების პრეზიდენტი, პოლიტექნიკური საზოგადოების პრეზიდენტი, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პრეზიდენტი, გოეთეს უნივერსიტეტის, “შტანდარტ ბანკისა” და სხვა ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები