დავით სერგეენკო: თუკი 2 დღის წინ, მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით, გვქონდა გარკვეული რისკები, რაც მოხსნილია

დღის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სტიქიის ზონაში განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს ახორციელებს და ყოველდღიურად რამდენიმე წერტილიდან იღებს სინჯებს.
„საბედნიეროდ, რაიმე შეზღუდვა საჭირო აღარ არის, გარდა იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა თვითონ იგრძნობს რომ დაკვამლიანებაა. წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან რთულია წინასწარ განისაზღვროს ქარის მიმართულება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები