ლევან დავითაშვილი: წელს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ინდუსტრიულად 150 000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს

მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წელს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ინდუსტრიულად 150 000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს.
მისივე თქმით, წელს ექსპორტის მიმართულებითაც რეკორდული მაჩვენებელია მოსალოდნელი.
„ვფიქრობთ, წელს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ინდუსტრიულად 150 000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს. წლევანდელი რთველი წარმატებული იქნება. ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი, ფაქტობრივად, სარეკორდო მოსავალი გვაქვს. ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა. წელს ექსპორტის მიმართულებითაც რეკორდულ მაჩვენებელს ველოდებით ”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კერძო სექტორი მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ ყურძენი შეიძინოს. მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები