კამპანიას #ბორჯომისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეურთდნენ
კამპანიას #ბორჯომისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეურთდნენ. კომპანია „ეკო ბინა“ ერთ-ერთი პირველი სამშენებლო კომპანიაა რომელიც „თი-ბი-სი ჯგუფის“ და ბორჯომის ინიციატივას შეუერთდა და ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.
„კომპანია “ეკო ბინას” სურვილია, შეიტანოს წვლილი ხანძრისგან გადამწვარი ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორიის აღდგენაში, საკუთარი ძალა, რესურსი და ენერგია დაახმაროს რთულ და მასშტაბურ სამუშაოს, რათა ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე.
ბუნების დაცვა, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო და ამ გარემოში ჰარმონიული არსებობა სამშენებლო კომპანია “ეკობინას” მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მივმართავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თანამოაზრეებს და მეგობრებს, შემოგვიერთდნენ, “ეკო ბინა”გაუწევს ორგანიზებას და დააფინანსებს საჭირო ხარჯებს, ერთად აღვადგინოთ ბორჯობის ტყე!“ – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ დოლენჯაშვილი.
R