ილია მეორე ბორჯომის ხეობაში რამდენიმე საათში ჩავა
ბორჯომის ხეობაში დღეს პატრიარქს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე ხეობაში რამდენიმე საათში ჩავა და სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.
ბორჯომის ხეობაში უკვე იმყოფება საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, ხანძრის გამო, ბორჯომის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში ღამისთევის წირვა აღევლინება.