1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8099 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8067 ლარს შეადგენდა.