დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიით თამარ მიქაძე და თამაზ ჯოლოგუა დაჯილდოვდებიან

დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიის ახალი ლაურეატების გვარები გახდა ცნობილი. როგორც „კვირამ“ გაარკვია,  დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიას, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია არსებობს,  წელს მიიღებენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ჯოლოგუა, ნომინაციაში: „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის“ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მიქაძე, ნომინაციაში: „განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე”, იგი აგრეთვე დიმიტრი ყიფიანის შთამომავალიც გახლავთ.
გამარჯვებულები სექტემბრის ბოლოს გამართულ „ხაშურობის“ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
დიმიტრი ყიფიანის პრემიის ლაურეატები გასულ წლებში გახდნენ: ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ყორანაშვილი.
პრემია გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები