გიორგი გახარიას თქმით, თბილისის გარდა შეფერხებით მსოფლიოს რამდენიმე აეროპორტი მუშაობს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეფერხებით მხოლოდ თბილისის აეროპორტი არ მუშაობს და პრობლემები სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„არსებობს ასეთი საერთაშორისო სისტემა „სიტა“, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც  აეროპორტებში როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინრეგისტრაციას ახდენს. ახლა ვარკვევთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტს არ აქვს, არამედ რამდენიმე წერტილშია და უფრო გლობალური პრობლემაა“.
გახარიას თქმით, „სიტას“ სათავო ოფისთან აქვთ კავშირი, რომ დროულად მოგვარდეს ეს პრობლემა.
„სამწუხაროდ, პრობლემა ის არის, რომ ახლა ხდება მგზავრების ფიზიკური რეგისტრაცია  აეროპორტში და არა ონლაინ. ამ წუთებში რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია, მეტი არ არის. უკვე აღმოფხვრილია, უბრალოდ არის რიგების პრობლემა, რადგან ყველა ადამიანი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დარეგისტრირდეს ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო“,- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავი“ უახლოეს წუთებში გააკეთებს განცხადებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები