თენგიზ ფხალაძე – სოხუმში პუტინის ე.წ. ვიზიტი რუსეთს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სოხუმში ვლადიმერ პუტინის ე.წ. ვიზიტი ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციისთვის დიდი სცენარის ნაწილია.
“სოხუმში ვლადიმერ პუტინის ე.წ. ვიზიტი ეს არის იმ დიდი ერთიანი სცენარის ნაწილი, რითაც რუსეთი გეგმავს იმ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას, რასაც ამდენი ხანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევა.
დარწმუნებული ვარ, ეს რუსეთის ფედერაციას ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება სწორედ იმ საერთაშორისო თანამშრომლობით, იმ ჩართულობით და ჩვენი მეგობრების ისეთი მხარდაჭერით, როგორც სულ ახლახან ამერიკის ვიცე-პრეზდენტის საქართველოში ვიზიტისას იყო გამოხატული”,- აღნიშნა ფხალაძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ხვალ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები