შს სამინისტროს ინდონეზიელი პოლიციელები გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენ (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი, ბექტო სუპრაპტო, დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილე ინდონეზიის დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, დაგეგმილ პროექტებსა და სიახლეებზე დეტალურად ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა ინდონეზიელი კოლეგების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს შსს-ში განხორციელებული რეფორმები და საკუთარ საპოლიციო სისტემაში მათი დანერგვის სურვილი გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს აკადემიაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში და ქართველი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკის ადგილზე გაეცნენ.
ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების გაცნობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები