ანზორ ჩუბინიძე: სრულიად მზად ვართ ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად

ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად უსაფრთხოების კუთხით სრულიად მზად არის, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა.
”სრულიად მზად ვართ ვიცე პრეზიდენტის დასახვედრად. ყველა სტრუქტურა ჩართულია სამუშაოებში. ყველანი მობილიზებულები ვართ და ქალაქში არის დაცვის საკმაოდ მაღალი უზრუნველყოფა. რუსთაველის გამზირი იკეტება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან ხვალ 16:00 საათამდე, ასევე შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს მივმართეთ და დღეს იქ ვერც ერთ ავტომობილს ვერ ნახავთ.
არავითარი საფრთხე არ არის და არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა”, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
ამასთან, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პენსის დასახვედრად მოქალაქეებიც მივიდნენ. მათ თავდაპირველად შემოწმება გაიარეს და აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ ტერიტორია დაატოვენინეს. როგორც ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, ეს ამერიკული მხარის მოთხოვნით მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, დაბრუნდებიან თუ არა ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები