კომპანია “მაგთიკომი” აბონენტებს აფრთხილებს

„მოერიდეთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას“, – ამის შესახებ კომპანია “მაგთიკომი” აბონენტებს აფრთხილებს.
მათივე თქმით, თუ მომხმარებელი უცხოეთიდან ზარს არ ელოდება საერთაშორისო ნომრებიდან შემოსულ ზარებს არ უპასუხოს. კომპანიის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან:
0067570894048;

0067570894045;

0067570894046

​კომპანიის განცხადებით, ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ზარის საფასური ჩამოეჭრება.

“მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაგთიკომი ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებელ რეაგირებას ახდენს:

1. აღნიშნულ ნომრებს ბლოკავს (საერთაშორისო კოდის 00 ან 1010-ის გამოყენებით)

2. აფრთხილებს მომხმარებლებს ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით!

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილი იყო”, – ვკითხულობთ “მაგთიკომის” განცხადებაში.

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მსგავს საერთაშორისო ნომრებზე არ გადარეკოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები