ხარაგაულის გამგებელი: გვირაბის ჩამონგრევისას დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დაფარავენ

„გვირაბის ჩამონგრევისას დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია დაფარავენ“, – ამის შესახებ დაშავებული მუშის მოსანახულებლად კლინიკაში მისულმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, ერთ-ერთი დაშავებული უკვე გაწერეს კლინიკიდან, ხოლო მეორე ჯერ ისევ მკურნალობის კურსს გადის. თოფურიძის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვირაბის მშენებლობისას მიწა ჩამოიშალა, თუმცა კონკრეტული შემთხვევა – კლდის მასის ჩამოშლა მძიმე იყო, რადგან ორი ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, ამაზე გამგებელი ვერაფერს ამბობს. ის აცხადებს, რომ ესაუბრა კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მკურნალობის ხარჯებს დაფარავენ და ასევე, მზად არიან დაშავებულთა რეაბილიტაციისთვისაც ყველა შესაბამისი ღონისძიება გაატარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები