გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, გულისაშვილის, მაისურაძის, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ახორციელებს. პროექტი სატუმბო სადგურის მშენებლობას და 5-კილომეტრიანი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომლითაც 300 ოჯახი ისარგებლებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და გლდანის გამგებელმა, დიმიტრი ორმოცაძემ გლდანის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოებს, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 832 362,30 ლარია გამოყოფილი, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ ქონსთრაქშენს თექნოლოჯის“-ი აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები