”ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა საპატიმრო დაწესებულება გამთენიისას დატოვა

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც მაჭავარიანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საპატიმრო დაწესებულება დღეს გამთენიისას, 4 საათზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 27 ივლისს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს 50 000-ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები