დავით დონდუა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. როგორც ”კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. დავით დონდუამ საბერძნეთის ელჩს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საუბარი, ასევე, შეეხო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესს. აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და სამშვიდობო პროცესში არსებულ დაბრკოლებებზე ისაუბრა. დავით დონდუამ და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, დავით დონდუამ საბერძნეთის ელჩს საქმიანობაში წარმატება უსურვა. მხარეების მიერ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები