“პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის ეთიკის წამახალისებელი და შემკვეთია”

ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნის პირველი პირი თავისი ადმინისტრაციის ეთიკის წამახალისებელი და შემკვეთია.

დეპუტატმა მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ პროვოკაციას არ წამოეგონ.

“პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი და წამახალისებელი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს კეთდება. ჩვენი გუნდის, უმრავლესობის წევრებს ვთხოვ და მოვუწოდებ, ნუ წამოეგებიან ამ პროვოკაციულ განცხადებებს და შევწყვიტოთ ეს უსარგებლო პოლემიკა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამით საზრდოობს და ეს მათთვის არის საშუალება გამუდმებით იყვნენ ყურადღების ცენტრში”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი თანამშრომელი ანა დოლიძე ეამაყება.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მსჯელობის დროს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იკამათეს. დოლიძის თმით: “პარლამენტის თავმჯდომარე არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები