თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდის დირექტორის რწმუნებულმა ქეთევან დუმბაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ხელმოწერის ცერემონიის დასასრულ, სტუმრებმა, რომლებსაც საჩუქრად კონკურსის ,,თბილისი-2016“ გამარჯვებული და ნომინირებული ავტორების ნამუშევრების კრებულები გადაეცათ, საკრებულოს პროექტში- ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები