დავით ნარმანია: ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას

თბილისის მერი დავით ნარმანია მიკროავტობუსის მძღოლისა და მგზავრის ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ნარმანიამ განაცხადა,  მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, მიკროავტობუსებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედამდეა ჩართული.
“სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების გარკვეულ ნაწილში კონდიციონერები არ არის გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, ის არ მუშაობს. ჩვენ ვატარებთ მონიტორინგს და ბოლო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, კონდიციონერების მხოლოდ ერთ მესამედამდეა ჩართული. ჩვენ ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, რომ უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას. ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია მძღოლების ცალკეული საქციელი და შეურაცხყოფის მიყენება მოქალაქეებზე. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი წინამორბედების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს, მაგრამ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან, რათა მან უზრუნველყოს წესრიგი”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები