ენერგეტიკის მინისტრს მოადგილედ თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა

ენერგეტიკის მინისტრს, ილია ელოშვილს ახალი მოადგილე, თორნიკე რიჟვაძე ჰყავს.
აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია ელოშვილმა მოადგილეობიდან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
თორნიკე რიჟვაძე, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო) იურიდიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები