სოფო კილაძე: პრეზიდენტი შეურაცხყოფას აყენებს საკანონმდებლო ორგანოს

“პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან ირაკლი კობახიძისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები ვერაფერს დააკლებს ბატონ სპიკერს, არამედ აკნინებს თავად განმცხადებელს და პრეზიდენტის ინსტიტუტს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში აბსოლუტურად მიუღებელია, საჯარო მოსამსახურე ასეთი დოზით ცდებოდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.
“პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან ირაკლი კობახიძისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები ვერაფერს დააკლებს ბატონ სპიკერს, არამედ აკნინებს თავად განმცხადებელს და პრეზიდენტის ინსტიტუტს. წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, ასეთ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და მეორე მხრივ, იყო დასავლური ღირებულებების ერთგული. ეს ორი რაღაც ერთმანეთთან თავსებადი არ არის. სამართლებრივ სახელმწიფოში აბსოლუტურად მიუღებელია, საჯარო მოსამსახურე ასეთი დოზით ცდებოდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები