შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა – მაშველები დამსვენებლებს სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდებენ

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. სანაპირო ზოლზე წითელი ალმები უკვე აღმართულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში  განუცხადეს, დღეიდან, შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ჰიდრომეტეოგიური სამსახურიდან მიაწოდეს.
„შავი ზღვის სანაპიროზე უკვე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. სამაშველო ბრიგადები უკვე მობილიზებული არიან, რათა უბედური შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული. გარდა ამისა, მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ და მეგაფონებით მოუწოდებენ, რომ ზღვაში არ შევიდნენ“, – აცხადებენ სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები