კრწანისისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, კრწანისისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ქსელზე არსებული სამუშაოებია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, მერჩულეს და ცურტაველის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის და მუხათგვერდის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს; 12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებთ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები