მაია ბითაძე ეკობანაკის ,,აღმოაჩინე საქართველო“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში,  10 დღიანი ეკობანაკის ,,აღმოაჩინე საქართველო“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე,  მაია ბითაძე დაესწრო. მან ეკობანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა და სამომავლო, მათ შორის, გარემოსდაცვითი მიმართულებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ეკობანაკის მონაწილეებს სასკოლო-გარემოსდაცვითი კონკურსის – ,, ნიკო კეცხოველის პრემია“ ფარგლებში შერჩეული 28 ფინალისტი წარმოადგენდა, რომლებმაც ბანაკში შეძენილი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს და მოწვეულ სტუმრებს  მათი რეგიონის განვითარების თემაზე მომზადებული პროექტები წარუდგინეს.

ბანაკის მონაწილეებს, გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე  ექსპერტებისა და პროფესიონალების მიერ ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა და ეკოტურიზმის თემაზე სემინარები ჩაუტარდათ, მოეწყო ექსკურსიები და 3-დღიანი ლაშქრობა მარტვილის კანიონის მიმართულებით.

ნიკო კეცხოველის პრემია ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გარემოსდაცვითი კონკურსია. იგი 2014 წელს, CENN-ის მიერ პროექტის – “ტყის მდგრადი მართვის” ფარგლებში, ავსტრიის “თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა და ყოველს  წელს ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები