ტრაქტორისტი ალეკო ელისაშვილზე: მაგრად მკიდია ერთ ადგილზე (ვიდეო)
თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ, ცაგარელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები გააპროტესტა და ერთ-ერთ ტრაქტორისტს სამუშაოს შეჩერება მოთხოვა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ტრაქტორისტმა ელისაშვილს მიმართა და ზრდილობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვართ ექსკავატორშიკები, გუშინ იყო ელისაშვილი და გაიკეთა რეკლამა უფასოდ, წინასაარჩევნოდ. მე ვუთხარი ჯერ შენ უნდა გქონდეს ზრდილობა და ჩემთან არ უნდა მოდიოდე. მე მყავს უფროსები, ვინც მამუშავებს მიდი და იმათ უთხარი. ყველა მათგანი აქ და მე ამომიხტა გააჩერეო. შენ მომიყვანე რო გავაჩერო? მე ელისაშვილი კი არ მიხდის ხელფასს, მე ხელფასს ვინც მიხდის იმან უნდა გამაჩეროს. ელისაშვილი სუ მაგრად მკიდია ერთ ადგილზე“, – აცხადებს ტრაქტორისტი.
წყარო: POSTV