გია გეწაძე: უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინის დემოკრატიას ნეგატიურ შედეგებს მოუტანს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე გია გეწაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება.
„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ნეგატიურ შედეგებს მოუტანს უკრაინის დემოკრატიას. დარწმუნებული ვარ, ეს ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. რევოლუციის მიზანი იყო უკრაინის ისეთ წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბება, სადაც უმთავრესი პრინციპი კანონის უზენაესობა და სამართლიანობა იქნებოდა. ღია პოლიტიკური კონკურენციის იგნორირება კი ამ მიზანს და მისწრაფებას გვაშორებს“, – წერს გია გეწაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები