სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე: 100 00-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე შესაძლოა, საარჩევნო სიის გარეშე დარჩეს
“ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩეველი შეყვანილი უნდა იყოს რეგისტრაციის მიხედვით”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძე იმ ტრადიციულ პრობლემას შეეხო, რომელიც ყოველი არჩევნების დროს აქტუალურია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველი რეგისტრაციის მიხედვით არის სიაში შეყვანილი, თუმცა, როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, საარჩევნო კოდექსი რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების სიაში შეყვანის საშუალებას იძლევა.
„100 00-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე შესაძლოა, არჩევნების სიის გარეშე დარჩეს, რადგან სიაში ხვდებიან რეგისტრაციის მიხედვით, ხოლო მოქალაქეები, ვინც რეგისტრაციიდან იხსნებიან, სიის გარეშე რჩებიან, თუმცა საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელზე დადებული პრეზიდენტის ვეტოც პარლამენტმა გუშინ დაძლია, ამ მოქალაქეებს 15 სექტემბრამდე შეეძლებათ, გამოცხადდნენ სააგენტოში, მიუთითონ ფაქტობრივი მისამართი, ამ საშუალებით და ფოტოსურათის გადაღებით, შეეძლებათ სიაში მოხვედრა. ეს ადამიანები თავისუფლდებიან გადასახადისგანაც. მოქალაქეებს თუ არ სურთ, არ აღუდგებათ რეგისტრაციის მისამართი, როგორც წესი, ტრადიციულად, ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს ამ მომსახურებას, მაგრამ რეალურად, შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, რომ არ არიან ამომრჩეველთა სიაში“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლადო ბოჟაძემ განმარტა, რომ მსგავსი სიახლე ხელს შეუწყობს ამომრჩევლის აქტივობას.