გიორგი კვირიკაშვილი: ისრაელში ვიზიტს აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები

„ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები. ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შემოდგომისთვის დაიგეგმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.
“უსაფრთხოების კუთხით, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო, აეშენებინა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო. ვფიქრობთ, გამოცდილება, რომელიც არსებობს, გამოსაყენებელია აუცილებლად. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები.
მოგეხსენებათ, დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ ებრაელებთან გამართულ „ძალიან თბილ და საქმიან შეხვედრაზეც“ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები