ზაზა გაბუნია: ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური გაღიმება არ არის

“ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური გაღიმება არ არის”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს. მისი თქმით, პიროვნებებისა და ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა მიუღებელია.
”პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის ზოგიერთი პირი, ერთი მხრივ, მთელ საზოგადოებას დამრიგებლური ტონით გველაპარაკება სახელმწიფოებრიობაზე და პოლიტიკურ კულტურაზე და მეორე მხრივ, თავს უფლებას აძლევს, სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ფორმით გამოხატოს უპატივცემულობა პიროვნებების და ინსტიტუტების მიმართ. მინდა ვუთხრა მათ, ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური ღიმილი არ არის. ამ განცხადებების შემდეგ, რა ფასი აქვს მათი მხრიდან მაღალ მატერიებზე საუბარს?! ამას ვამბობ გულისტკივილით, რადგან ქალბატონი დოლიძე დილით ხარისხიანი დისკუსიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, რისთვისაც მას მადლობაც ვუთხარით და შევქმენით კიდეც შესაბამისი გარემო სესიაზე და საღამოს პარლამენტის თავმჯდომარეს მისი სტატუსისთვის შეუფერებელი სიტყვებით ლანძღავს. რა იქნება შემდეგ? გთხოვთ, დავფიქრდეთ, ხომ არ ვაძლიერებთ სიძულვილს ჩვენი დაუფიქრებელი და იმპულსური განცხადებებით”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები