დადიანის ქუჩაზე მოტოციკლს ავტომობილი შეეჯახა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მოტოციკლს ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.












კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები